საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი თემაზე - ინოვაციური მართლმსაჯულება

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობით, 2023 წლის 15 ივნისს ჩატარდა სემინარი თემაზე - ინოვაციური მართლმსაჯულება.

 

სემინარს გაუძღვა დოქტორი თიმ ბუნიევაცი, სამართლის უზენაესობის პროგრამის ავსტრალიელი მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში. თიმ ბუნიევაცი სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია, მას აქვს პრაქტიკოსი იურისტის, მინისტრის მრჩევლისა და სასამართლო სისტემის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.

 

სემინარს ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე; მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი მარიკა ტურავა; ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი, სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძე; დეკანის აპარატის თანამშრომელი, მარიამ ხუროშვილი; სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორი, მარიამ გობრონიძე.

 

მომხსენებელმა - თიმ ბუნიევაცმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ფართო პრაქტიკული გამოცდილება, რაც უკავშირდება სასამართლოს მმართველობის, ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ საერთაშორისო მიგნებებს.


სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია ქართული და უცხოური პრაქტიკის სხვადასხვაობის შესახებ. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები საზაფხულო სკოლის, სასწავლო კურსისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.

თარიღი: 15/06/2023